სოკოს წვნიანი ყველით

ინგრედიენტები:

,,იგოეთის“  ბოსტნეულის საკმაზი

ქამა სოკო - 10 მოზრდილი

წყალი - 1,5 ლ

კარტოფილი - 2 ცალი

კარაქი - 25 გრ

გახეხილი ყველი, შვეიცარული - 200 გრ

უცხო სუნელი

მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით

მწვანე ხახვი, ქინძი,ოხრახუში

მომზადების დრო: 30 წთ.

მომზადების წესი: მსხვილად დაჭრილი ქამა სოკო მოვხრაკოთ კარაქიან ტაფაზე.
ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ შიგ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და ვხარშოთ 20 წუთი.
შემდეგ წყალში ჩავამატოთ სუნელები,მარილი და წიწაკა. კარტოფილი კარგად რომ მოიხარშება, ჩავამატოთ შემწვარი სოკო და ვხარშოთ კიდევ 10 წუთი.
ბოლოს ვამატებთ გახეხილ, შვეიცარულ ყველს, წვრილად დაჭრილ მწვანილს, თუ საჭიროა მარილს და წიწაკას და ვადუღებთ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
















blog-image

ხარჩო...

blog-image

ქათამი სპაგეტში...

blog-image

დაბრაწული ქათმის ღვიძლი...

blog-image

ჩახოხბილი...

blog-image

ბროკოლის წვნიანი...

blog-image

ქათამი პომიდვრის სოუსში...

blog-image

ხინკალი...

blog-image

ოჯახური...

blog-image

ლობიო...