ბროკოლის წვნიანი

ინგრედიენტები:
,,იგოეთის სუნელები“
,,ბოსტნეულის საკმაზი“
ხახვი - 1
სტაფილო - 2
ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 2
ბროკოლი - 1 თავი
ტომატ-პასტა - 1 ს.კ
კარტოფილი - 6-7
ქინძი - 1 კონა
ნიორი - 1 კბილი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების დრო 30 წთ.
მომზადების წესი:
ხახვი და სტაფილო დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ დაჭრილი
ბულგარული წიწაკა და კარტოფილი, დავასხათ მდუღარე წყალი და საშუალო ცეცხლზე
ვხარშოთ. კარტოფილს რომ ცოტა დააკლდება მოხარშვა, დავუმატოთ დაჭრილი
ბროკოლი, ,,ბოსტნეულის საკმაზი“ და ტომატ პასტა. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი
მწვანილი, ნიორი, მარილი და პილპილი.
















blog-image

გუფთა...

blog-image

ოჯახური...

blog-image

ხინკალი...

blog-image

ლობიო...

blog-image

სოკოს წვნიანი ყველით...

blog-image

დაბრაწული ქათმის ღვიძლი...

blog-image

ხარჩო...

blog-image

ჩახოხბილი...

blog-image

ქათამი სპაგეტში...