ინგრედიენტები:
,,იგოეთის“ სუნელები
ხმელი ქონდარი
ყვითელი ყვავილი
უცხო სუნელი
შავი პილპილი
პაპრიკა
მარილი
ქათმის ღვიძლი - 500 გ
ბეკონი - 150 გ
ხახვი - 3-5 ცალი
მცენარეული ზეთი - 2 ს/კ (მარინადისთვის)
მომზადების დრო: 30 წუთი
მომზადების წესი: გარეცხეთ ქათმის ღვიძლი,გააშრეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
კონტეინერში შეურიეთ 2 ს/კ მცენარეული ზეთი ,ნახევარი ს/კ მარილი,ნახევარი ჩ/კ
პილპილი და სანელებლები. გააჩერეთ ნახევარი საათი.
დაჭერით ხახვი საშუალო ზომის ნაჭრებად, შეწვით მცენარეულ ზეთში,სანამ გამჭირვალე
არ გახდება. შემდეგ მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 3 წუთი. დაჭერით ბეკონი გრძელ
ნაჭრებად.მოათავსეთ ფოლგაში ქათმის ღვიძლი, ხახვი და ბეკონი. შედგით ღუმელში 20
წუთით, 200 გრადუსზე. მიირთვით გემრიელად!