ჩვენს შესახებ

• ვინ ვართ ჩვენ?
შ.პ.ს. იგოეთი არის კომპანია, რომელიც დაარსდა 2020 წელს და მის მთავარ საქმიანობას
წარმოადგენს ქართული პროდუქციის წარმოება.
ჩვენ ვახდენთ პროდუქციის გადამუშავებას და ქართული ტრადიციების
გათვალისწინებით ვქმნით ახალს. მომხმარებელს ვთავაზობთ საუკეთესო ხარისხს, თანამედროვე, მოსახერხებელ შეფუთვაში. იმედით ვუმზერთ მომავალს, რადგანაც გვჯერა, რომ საქმისადმი ასეთი მიდგომა საგრძნობლად გაზრდის და ააყვავებს ჩვენს ბიზნესს.
მომხმარებელს ვთავაზობთ:


• ეკოლოგიურად სუფთა, ხელით გადარჩეულ ნედლეულს
• ქართულ ტრადიციულ გემოებს
• სასიამოვნო არომატებს
• ვიტამინების ნაკრებს


სუნელების წარმოება ითვალისწინებს ხარისხის კონტროლს ყველა ეტაპზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი უმაღლესი ხარისხის ნედლეულის შესყიდვა-ტრანსპორტირებაა. კომპანიაში არის ოჯახური განწყობა, რაც ხელს უწყობს ერთად დავსახოთ და განვახორციელოთ სამომავლო გეგმები. ჩვენი თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებლობით უდგება თავის დაკისრებულ ვალდებულებას. ჩვენ ვმუშაობთ ეფექტურად და ვცდილობთ გადავლახოთ ყველა სახის წინააღმდეგობა, გავიზარდოთ ყოველდღიურად, რათა დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები.
ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რათა არ დავტოვოთ უკმაყოფილო ქართული და უცხოური ბაზარი.
და ბოლოს...
კომპანია “იგოეთის”-ს მიზანია ქართული კერძების პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

უპირატესობები

• შპს “იგოეთი“-ს უპირატესობა მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა და საიმედო პროდუქციის მიწოდებაა, სწრაფი და ამავდროულად ხარისხიანი მომსახურება, რომელიც მას კონკურენტებისაგან გამოარჩევს.
• ჩვენი პროდუქციის შეფუთვაში მოთავსების შემდეგ, დადებითი წნევის ქვეშ მყოფი მშრალი აზოტით ხდება შეფუთვის შევსება და ამგვარად ჟანგბადის და ტენის გამოდევნა. ჟანგბადისგან განსხვავებით აზოტი არ შედის რეაქციაში პროდუქტთან და შესაბამისად არ ახდენს უარყოფით გავლენას მის ტექსტურაზე და გემოვნურ თვისებებზე. კვების ინდუსტრიაში აზოტის ძირითადი დანიშნულებაა გაზარდოს სასმელის ან სურსათის ვარგისიანობის ვადა და მაქსიმალურად შეუნარჩუნოს თავდაპირველი გემოვნური თვისებები.
• ჩვენი პროდუქციის ყველა პაკეტი არის გამჭირვალე წინა მხრიდან და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ნახოს ვიზუალურად პაკეტში მოთავსებული პროდუქციის ხარისხი.